კიდევ ერთხელ სტოპ!

ძალადობა, ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც ემოციურ, ფიზიურ, სექსუალურ, სოციალურ ზიანს მოიცავს. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, ილახება მისი ღირსება და თავისუფლება.

ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად როგორიცაა ფიზიკური, სოციალური, სიტყვიერი, სექსუალური და ა।შ. ცემა, წამება, მუქარა, დაშინება, დაცინვა, სხეულით ვაჭრობის იძულება, ინცესტი, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა მშობელთა მხრიდან – ეს ყველაფერი ძალადობის სახეებია, რომლებიც ბავშვებზე ხშირად ხორციელდება და რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, საკუთარ ოჯახებშიც კი.

ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.

თბილისის ქუჩებში ალბად ბევრი შეხვედრია 22-25 წლოს გოგონას, ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულსა და ”გამოპრანჭულს”, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავს ესაუბრება, ხშირად აგრესიულია, ყვირის, ტირის, გაურკვეველი შინაარსის სიტყვებს გამოსცემ. მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი თითქმის არავინ იცის, ეს მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეზობლებისთვისაა ცნობილი. ის საკუთარმა, ალკოჰოლიკმა მამამ გააუპატიურა 12 წლის ასაკში, ამ დროს სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ შეუსწრო და ამ ფაქტის მომსწრემ საკუთარ ქმარს, იქვე მაგიდაზე ნაპოვნი, დანა ჩაარტყა და თითონაც თავი მოიკლა. ამის შემდეგ ნინოს ფსიქიკა სრულიად დაუზიანდა, ხანგრძლივმა მკურნალობამ და ფსიქოლოგების დიდმა მონდომებამ შედეგი ვერ გამოღო. სპეციალისტთა თქმით, ძნელი და თითქმის შეუძლებელია ასეთი სტრეს-გადატანილი ბავშვების განკურნება, ამიტომ ასეთი ფაქტების მოხდენამდეა საჭირო ყველა ძალითა და საშუალებით ბრძოლა ამგვარი და სხვა სახის ძალადობების წინააღმდეგ.

საქართველოს პედეატრთა 44%-ის აზრით, მოსალოდნელი ძალადობისაგან ბავშვთა დაცვისათვის, აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი, 62%-ის შეფასებით, კი სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბრძოლას, ბავშვებზე სხვადასხვა სახის ძალის გამოყენების წინააღმდე. ქვეყანაში კი ჯერჯერობით არ არსებობს რეალური საშუალებები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s