ამით ვერაფერს ვერ უშველით :)


არ არსებობს პირდაპირი მინიშნება, რეცეპტი, თუ როგორ უნდა გავხადოთ რთული ბავშვი ,,კარგი“. ზოგჯერ მშობლები ითხოვენ კონკრეტულ რეკომენდაციებს და რადიკალური ზომების მიღებას, მაგრამ უნდა გავიგოთ შემდეგი – სანამ თავად მშობელი არ მოინდომებს ჩაღრმავებას საკუთარ თავში, მანამ პრობლემა ვერ აღმოიფხვრება. სანამ თქვენ არ გხდებით ,,უკეთესი“ , ბავშვი ვერ გახდება ,,უკეთესი“. ერთადერთი საშუალებაა მუდმივი მუშობა საკუთარ თავზე. ეს რთული გზაა, განსაკუთრებით დასაწყისში, მაგრამ ეს შემოქმედებითი გზაა და ერთადერთი გზაა, რითაც მოიგებთ ორივე მხარე – თქვენც და თქვენი შვილიც.
როგორმე თავი უნდა შეიკავოთ ყვირილისგან და ბავშვის ფიზუკური დასჯისგან,  ეს  მიუღებელია.  როცა იგრძნობთ, რომ მის  ქცევას გამოყავხართ წყობიდან და კარგავთ კონტროლს,  აუცილებლად გაეცალეთ იმ ადგილს სადაც ბავშვია. საერთოდ კი იგნორირება საუკეთესო გზაა ცუდი ქცევის აღმოსაფხვრელად. იგნორირება გაუკეთეთ არა ბავშვს, არამედ მის ცუდ საქციელს. ყურადღება კი მაშინ გამოიჩინეთ მის მიმართ, როცა შეწყვეტს ცუდად მოქცევას. ასეთი დამოკიდებულება მოითხოვს მოთმინებას თქვენი მხრიდან. ასევე ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ, თუ რა არის კარგად მოქცევა. არ არის საკმარისი უთხრათ ,,ასე არ შეიძლება“, ასეთი აბსტრაქტული მითითებები ხშირად გაუგებარია ბავშვისთვის.   გასაგებად უნდა აუხსნათ გარკვეულ სიტუაციაში, რას ითხოვთ მისგან. შენიშვნები უნდა იყოს  კონკრეტული. არავერბალური სიგნალიც უნდა შეესაბამებმობოდეს თქვენს სიტყვებს, ანუ როცა  სიტყვებით გამოხატავთ  სიმკაცრეს, თქვენი ტონი და გამომეტყველებაც უნდა იყოს შესაბამისი, რომ ეფექტი ჰქონდეს. ბავშვები ტონს აქცევენ დიდ ყურადღებას. როცა იტყვით ,,არას“, იგი უნდა ითქვას მტკიცედ, მკაცრად(არა ყვირილით) და ასეთ შემთხვევაში თქვენი მითითება იქნება უფრო ნათელი ბავშვისთვის. დიდი მნივნელობა აქვს,  თქვენი პოზიციის  ბოლომდე დაცვას. ბავშვის  ნებისმიერი მცდელობას, შეცვალოს თქვენი გადაწყვეტილება, იგნორირება გაუკეთეთ, მაგრამ მთავარია შეინარჩუნოთ სიმშვიდე,  რაც მას  თქვენს ძლაში დაარწმუნებს.  

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s