მოზარდებში ხშირია ისტერიკის შეტევები, რომელთა მიზეზად სპეციალისტებს ყურადღების მიპყრობის სურვილი მიაჩნიათ. მოზარდი ყვირის, ტანსაცმელს იხევს, იგლეჯს თმას, ამტვრევს ჭურჭელს, იკბენს ხელებს, იფურთხება, თავს ესხმის უდანაშაულოს… შეტევის ხანგრძლივობა მაყურებელთა რაოდენობასა და რეაქციაზეა დამოკიდებული: რაც უფრო მეტია მაყურებელი და მეტ თანაგრძნობას გრძნობს მათგან მოზარდი, მით უფრო ხანგრძლივია შეტევა.

ბევრი შეტევის შემდეგ აღარ იძინებს, იწყებს ჩივილსა და მოთქმა-გოდებას. ზოგიერთი შეტევის დროს რიტმულ განმეორებად მოძრაობებს ასრულებს. ისტერიული მოზარდებისთვის დამახასიათებელია დამბლები, კონტრაქტურები, მაგალითად, საწოლში ფეხებს თავისუფლად ამოძრავებენ, მაგრამ ვერ დგებიან, ვერ დადიან. თავს იჩენს ვეგეტატიური მოშლილობაც – ბრონქოსპაზმი, რომლის დროსაც არ შეუძლიათ ლაპარაკი, ყლაპვა, აქვთ კრუნჩხვითი ხველა, ისტერიული ღებინება, ჰაერის უკმარისობა, ასთმური შეტევა, სხეულის ტემპერატურის მატება და სხვა. ირღვევა მეტყველებაც. კერძოდ, ხშირია ისტერიული ენის ბორძიკი, რომელიც განსხვავდება ენაბრგვილობის სხვა ფორმებისგან, ისტერიული მუტიზმი – მეტყველების სრული ან ნაწილობრივი უქონლობა (მოზარდი მუნჯდება ან შერჩევითად ლაპარაკობს).

ხშირია აკვიატებული აზრებით გამოწვეული პრობლემებიც – მოზარდი აიკვიატებს ხოლმე არარეალურ, აუსრულებელ სურვილს, რომლის შეუსრულებლობა მასში ძლიერ ფსიქოემოციურ განცდას იწვევს. გარდატეხის ასაკის ნევროზი ხშირად არასწორი აღზრდის შედეგია. მას ზოგჯერ თავად მოზრდილები – მშობლები, მასწავლებლები, ოჯახის სხვა წევრები ასტიმულებენ, რომლებიც იგნორირებას უწევენ მოზარდის თავისებურებებს, ანგარიშს არ უწევენ მის პიროვნებას. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სწორედ ამ ასაკის ფსიქოფიზიოლო

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s