სუბკულტურები

ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში სუბლულტურები… აგრეთვე ძალიან ხშირია მოზარდებში გოთების მიერ ჩადენილი დანაშაულებები… ამას  ვაპროტესტებ!!!   ბევრმა არც კი იცის რას ნიშნავს სუბკულტურა ჩემი ეს პოსტიც ამას შეეხება

სუბკულტურა

სუბკულტურა — კულტურული ქვეჯგუფი, რომელიც გამოირჩევა თავისი სტატუსით, ეთნიკური ერთობით, განსახლების არეალით, რელიგიითა თუ რწმენა-წარმოდგენებით ან სხვა ფაქტორით, რაც მათ კრავს ერთ კოლექტიურ ჯგუფად. სხვაგვარი განმარტებით, სუბკულტურა — ესაა გარკვეული სოციოკულტურული ჯგუფისათვის (ახალგაზრდობა, დამნაშავეთა სამყარო, ამა თუ იმ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, რელიგიური უმცირესობანი და სხვ.) დამახასიათებელი თვისებების მყარი მთლიანობა. გამოყოფენ, მაგალითად, ახალგაზრდულ, კრიმინალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, პროფესიულ, სოციალურ და სხვა სუბკულტურებს.

მაგალითად, საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება იყოს საუბარი ეთნიკური (ქურთების, იეზიდების, ბერძნების და ჩვენში მცხოვრები სხვა ეთნოსების), რელიგიური (პროტესტანტული, კათოლიკური, სექტანტური და სხვ.), კრიმინალური („საძმოები“, „ქურდები“ და სხვ.) და ა.შ. სუბკულტურების არსებობაზე.

სუბკულტურას გაბატონებული კულტურისაგან განსხვავებული ფასეულობები და ნორმები აქვს, მაგრამ იგი არ უარყოფს, არ უპირისპირდება გაბატონებულ კულტურას, არ გამოდის მის წინააღმდეგ, არამედ არსებობს მის ფარგლებში. სუბკულტურის წარმომადგენლები არ იბრძვიან იმისათვის, რომ საკუთარი ფასეულობანი, იდეები თუ შეხედულებები საყოველთაოდ აქციონ. პირიქით, ისინი დაინტერესებული არიან საკუთარი განსხვავებულობის შენარჩუნებით.
გოთური სუბკულტურა არის ერთ–ერთი თანამედროვე სუბკულტურა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. იგი აღმოცენდა გაერთიანებულ სამეფოში ადრეულ 1980–იან წლებში გოთიკური როკის სცენაზე, როგორც პოსტ პანკის ჟანრის განშტოება. გოთური სუბკულტურა ასოცირებულია განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებასთან, ესთეტიკასთან, მოდასთან. გოთები იცვამენ პანკურ, ანდროგენულ, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილის ტანისამოსს. ეს ყველაფერი კი კომბინაციაში მოჰყავთ ძირითადად შავ მორთულობასთან, სპეციფიკურ მაკიაჟთან და თმების ვარცხნილობასთან.

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s