ადამიანო – მოძალადე ნაბიჭვარო

2010 წლის 16 სექტემბერი, დუბლინი2010 წლის 16 სექტემბერი, დუბლინი

“ბავშვებმა მოათავსეს ამ ძაღლის პირში ტიპიური საშობაო ფეიერვერკი და დააბეს მისი პირი ისე რომ ვერ გაეღო შემდეგ რაც მოხდა ალბათ ხვდებით და შედეგიც სახეზეა. რა ბოროტია ადამიანების სამყარო,ბავშვებისთვის ეს წუთიერი არანორმალური გართობა იყო. ისინი ცხოვრებას განაგრძობენ ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა, ამ ცხოველის სიცოცხლე კი ვეტერინარებმა ვერ გადაარჩინეს” – რამდენიმე დღის წინ ეს ფოტო გაავრცელ  ფეისბუქის საშუალებით. შეუძლებელია აგრესიულად განწყობილმა დავწერო ეს პოსტი და არ ვთქვა სამი უმნიშვნელოვანესი სიტყვა: 

შევთანხმდეთ, რომ ამის გამკეთებელს რთულია უწოდო “ადამიანი”. ზოგჯერ ღვთის ხატად შექმნილ ცხოველებს უფრო ვემსგავსებით. როცა ასეთ რამეს ჩადიხარ გაუთვიცნობიერებლად, ხარ ზედმეტად პატარა იმისთვის, რომ შენ თავს კარგი საქციელისკენ უბიძგო და აიძულო არ იმაიმუნოს. მოცემულ მომენტში საქმე გვაქვს მოზარდებთან, რომლებიც სწორედ ახლა ყალიბდებიან პიროვნებებად. ცხოველის წამებით მათ მიიღეს სიამოვნება, დაძალებით არამგონია ვინმეს ჩაედინა ასეთი სისატიკე. დღეს მოკლავენ ძაღლს, ხვალ კატას, ზეგ სხვა ცხოველს ან ფრინველს და მაზეგ ისინი იქნებიან პოტენციური მოძალადეები, მიდრეკილები მანიაკალური საქციელისკენ, აწამო და მოკლა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ეს სულაც არ არის სახუმარო საქმე. ასეთ ადამიანებს, თუ კი ის ზრდასრულია ვეღარ შეცვლი, მაგრამ მშობელმა ბავშვს ყოველთვის საუკეთესო მაგალითი უნდა მისცეს, უნდა აჩვენოს და უთხრას, რომ ავტობუსში ბებოს ადგილი აუცილებად უნდა დაუთმოს, არ აწამოს ცხოველები, ისინიც ცოცხალი არსებები არიან. ბავშვი ხშირად ოჯახის სარკე ხდება. ხშირად და არა ყოველთვის. რატომ არ შეიძლება ადამიანი დაიბადოს მკვლელად? თუ კი ის ზედმეტად ჯიუტია, არ უსმენს მშობლებს, ცუდი სამეგობრო წრე. აღმზრდელმა ის რაც არ უნდა სცემოს და ოთახში გამოკეტოს, ოდესღაც ყველ კარი მაინც გაიღება.

და რადგანაც ჩემი მკითხველის უმეტესობა თინეიჯერია, ზუსტად ახლაა დრო, რომ მივმართო მათ: ნუ ჩაიდენთ ასეთ სისატიკეს, დარჩით ადამიანებად, იფიქრეთ, როგორი იქნება თუ თქვენ დაგიჭერთ მანიაკი და ასე გაწამებთ. აჩუქეთ ერთამნეთს სიყვარული, თორემ ნელნელა გადავჯშდებით, დავუბრუნდებით იმ ათვლის წერტილს საიდანაც დავიწყეთ, ანუ გავხდებით პირველყოფილები, მაგრამ ზედმეტად პირუტყვებიც კი ამის პირობაზე.

მშობლებო, ყურადღება არ მოაკლოთ შვილებს. ვიცი რთულია როცა პურის ფულის გამო მუდამ მოუცლელები ხართ, მაგრამ ბავშვები ეს მომავალია. ასწავლეთ მათ კარგი საქციელი, თორემ მსოფლიო ახლა ისეთი შეშლილია, როგორც არასდროს. ისიც კარგად მესმის, რომ მოზარდიც გვერჩი უნდა დაგიდგეთ. საუკეთესო შემთხვევაში ის მთელი არსებით უნდა იყოს მიდრეკილი კარგი საქციელისკენ. მერე თქვენ თავის მართლებას მოყვებით, რომ ადამიანს თუ რამის გაფუჭება უნდა, ის მაინც იზავს ამას. გააკეთეთ მაქსიმუმი, ეს თქვენი ვალია.

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s