ჩვენს გარშემო

ლევების თანახმად, საქართველოში ბავშვებში ფართოდაა გავრცელებული ნარკომანია. ბავშვ-ნარკომანებსა და ტოქსიკომანებთან ყოველკვირეულად პედიატრების 12 პროცენტს აქვს შეხება. ბავშვები, რომლებიც არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი ყოველთვიურად პედიატრების 10 პროცენტს აქვს შეხება.

პედიატრების 47 პროცენტის შეფასებით, საქართველოში, ოჯახებში მიღებულია ბავშვების მსუბუქად ფიზიკური დასჯა, მათ შორის შემოლაწუნება, როზგი და თმებით თრევა. საქართველოში პედიატრთა 97 პროცენტი თვლის, რომ ბავშვების ცემა დაუშვებელია. ექიმთა აზრით, ბავშვებს ძირითადად მამები ურტყავენ, იშვიათად დედები. პედიატრების 15 პროცენტს პრაქტიკაში ქონიათ შემთხვევა, როცა ბავშვი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა, რის გამოც ბავშვი საავადმყოფოში მოუთავსებიათ. ბავშვთა ძალადობის შემთხვევების გამო, პედიატრთა 18 პროცენტო კი იძულებული იყო მიემართა დახმარებისთვის პოლიციისთვის. პედიატრთა 15 პროცენტს თითქმის ყოველწლიურად ჰქონიათ შემთხვევები, როცა მშობლები ყიდიდნენ შვილებს უცხოელებზე. თუმცა არის შემთხვევები, რომ ბავშვების კეთილდღეობის მიზნით გაუშვილებიათ უცხოელებზე, რადგან ოჯახს არ შეეძლო პატარის რჩენა. პედიატრთა 94 პროცენტი თვლის, რომ ქუჩის ბავშვების სიმრავლის პრობლემა გამოწვეულია მათი მშეობლების სიდუხჭირით, რომელიც თავის მხრივ, წარმოადგენს სახელმწიფოში გამეფებული უმუშევრობის შედეგს. პოლიციელებთა აზრით კი ქუჩაში ბავშვები იმიტომ ხვდებიან, რომ გარდა სიდუხჭირისა, გაურბიან ნარკომან ან ლოთ მშობლებს. უმთავრესი მიზეზი კი ოჯახში მათზე ძალადობაა. ასევე ფიქრობს პედიატრთა 32 პროცენტი. გამოკვლევების თანახმად, ექიმები თვლიან, რომ თბილისში საშუალოდ 1000-მდე უსახლკარო ბავშვია, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს.

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s