თუკი…. ? ? ? ! ! !

უკი დივანზე უფრო ხშირად იღვიძებთ, ვიდრე საკუთარ საწოლში, თუკი სახლის კარს ისე გაიხურავთ, რომ საყვარელ ადამიანს არ ემშვიდობებით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ოჯახური თანაცხოვრების იმ ეტაპს მიადექით, რომელსაც ოჯახური  ურთიერთობის  კრიზისი    ჰქვია.
თანამედროვე დროში წყვილებს ყველაზე ხშირად გაუცხოვების პრობლემა აწუხებთ. თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ოჯახის წევრებს შორის კონტაქტების რღვევა და კომუნიკაციის სიმცირე. თუკი თქვენ იმ მამაკაცთა რიგს მიეკუთვნებით, რომლებიც სახლში გვიან, დაღლილები ბრუნდებიან და ამის გამო ცოლთან საუბრისა და ურთიერთობის თავი არ აქვთ, მაშინ თქვენი მეუღლე ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე იღბლიანი ადამიანი სამეზობლოში.
კარგად დაფიქრით და გაანალიზეთ მოვლენები, იქნებ სჯობდეს შეცვალოთ ცხოვრების რუტინული წესი, რათა ერთმანეთისთვის უფრო მეტი დრო დაგრჩეთ?! არ შეგაშინოთ მოახლოებულმა კრიზისმა, რადგან ეს ოჯახური ურთიერთობის განვითარებისთვის ბუნებრივი ეტაპია. როგორც წესი, ოჯახში წარმოჩენილი ყოველი პრობლემის დასაბამი არასკმარისი      კომუნიკაციაა .ურთიერთობის ამ ფორმაში არ მოიაზრება მხოლოდ მცირე, ფორმალური სახის მქონე საუბრები, რომლებიც ისევდაისევ რუტინულ ყოფას შეეხება. კარგი იქნება, თუკი ერთ ბოთლ ლუდს გვერდზე გადადებთ და მეუღლეს აგრძნობინებთ, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში, რომ დამატებითი სამუშაო საათები ისევ მისი და ოჯახის კეთილდღეობისვისაა და არა იმისთვის, რომ მისგან შორს იყოთ.    

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s