18+

ვიღაცას შეიძლება ეს უცნაურადაც მოეჩვენოს, თუმცა, როგორც ჩანს 21საუკუნე ცივილიზაციის მოსვლას სულაც არ ნიშნავს (მხოლოდ საქართველოზე არაა საუბარი), ან თუ ნიშნავს, მაშინ ცემა-ტყეპა არაცივილიზებულობას (თუ როგორც ქვია) სულაც არ ნიშნავს.

მოკლედ, რა ხდება. იმის გარდა, რომ ქმრები ცოლებს უბრაგუნებენ  და არა მხოლოდ ქმრები ცოლებს, არამედ ძმები დებს, შვილები დედებს, მთავარია სქესი მამრობითი იყოს და ძალა ერჩოდეს. თუ სქესი მდედრობითია და ძალა მაინც ერჩის, არაა პრობლემა, ეგეც უბრაგუნებს ვისაც ერევა ))

ხელის/წიხლის აწევის გარდა სიტყვიერი შეურაცხყოვები: ბოზი, ქუჩის ქალი, პრასტიტუტკა, ნიკალაევსკის ბოზი (ჩემი მეზობლის საყვარელი ფრაზა), ათასი მამლის ნათრევი, უსაქმური, ყლე, ბოზის გაზრდილი, შენგან არაფერი არ გამოვა, ნეტა მოკვდე, შენი კუბო დავდგი… ნუ კიდევ ბევრია მსგავსი )) და ეს ფრაზები მხოლოდ მდედრობით სქესს არ ეძღვნება, მამრებსაც უხვად უმასპინძლდებიან მსგავსებით )) თითქოს არაფერი, სიტყვაა ჯასთ, მარა წარმოიდგინეთ რამხელა სტრესს იწვევს ეს, როდესაც ყოველ დღე გიმეორებენ.

სხვა საკითხია რამდენად არის მსხვერპლის ”ბრალი” ასეთი მოქცევა ან რამდენად იმსახურებს. თავისთავად, ადამიანი, როდესაც არ აპროტესტებს მის ცემა-ტყეპას ან უპატივისცემობას (ასეა სწორი? ) თავად არის თავისივე ”ტრაგედიის” მონაწილე და ხელის შემწყობი. თუმცა არის კიდევ რაღაც მიზეზები, რომლებიც აიძულებენ ადამიანს აიტანოს დამცირება. აზიურ ქვეყნებში ცოლი რომ მშობლებთან წავიდეს მაგრად ტეხავს და ხშირად მშობლებიც არ იღებენ გაყრილ შვილებს (ნუ გიკვირთ, საქართველოში უმრავლესობა ეგრეა), ბავშვები დამოკიდებულები არიან მშობლებზე და ვერსად წავლენ სამწუხაროდ (მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დახმარების პროგრამები არსებობს ჯერ გაგება უნდა ამას და შემდეგ ან დაეხმარებიან და ან არა), მოხუცებული მშობლები დამოკიდებულები არიან თავიანთ შვილებზე, მატ მითუმეტეს არსად აქვთ წასასვლელი. ამ და ბევრი კიდევ სხვა მიზეზის გამო ოჯახის წევრები იძულებულნი არიან აიტანონ ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მშობლისგან და დამალონ კიდევაც. ხშირად მოძალადე სხვის თვალში კარგად გამოაჩინონ და გაამართლონ.

https://i2.wp.com/theinspirationroom.com/daily/print/2008/5/aware-verbal-abuse-hair.jpg

By levani1997

2 comments on “18+

  1. ჩემი აზრით 21-ე საუკუნის დადგომა და საერთოდ გარკვეული დროის გასვლა არ ნიშნავს მეტ განვითარებას, პირიქთ, ამ საუკუნეში იქმნება ადამიანის ცხოვრების ახალი სტილი, მაგრამ ადამიანები რომლებსაც არავინ ეკითხება შეუძლია თუ არა ამ სტილით ცხოვრება და რომლებსაც უბრალოდ უყენებენ მოთხოვნებს თუ როგორი უნდა გახდეს, ვერ ეგუება ამ საუკუნეს, საუკუნეს რომელსაც ახალი ადამიანები სჭირდება. სწორედ ამ შეუგუებლობის და თვითდამკვიდრების პრობლემის ბრალია აგრესია გარემოსადმი. ეს აგრესიაც მცდელობაა დაიმკვიდროს თავი და მოჩვენებით მაინც შეიგრძნოს ვინმეზე უპირატესობა.
    ასე რომ განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიური გზით ვერ მოგვცემს ვერაფერ კარგს თუ იგი შერწყმული არ იქნა ადამიანთა, თაობათა ბუნებრივ გაერთიანებასთან.

    • ამაში გეთანხმები ზოგი ადამიანისათვის 21 საუკუნე მართლაც რომ მხოლოდ ტექნიკური მხრით არის ახალი ცხოვრება მისთვის🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s