სტოპ!

”მსხვერპლებში” არ განიხილებიან მაზოხისტები, რამდენადაც მათთვის ეს დიდად დამამწუხრებელი ფაქტი არ არის.

ასევე ვერ გავამართლებ მშობელს, რომელიც (თუნდაც ტვითონ მსხვერპლი იყოს) გამეტებით უბრახუნებს საკუთარ შვილს. ვერც შვილს, რომელიც (ისევ თუნდაც თვითონ მსხვერპლი იყოს) სცემს დას, ან როდესაც წამოიზრდება, სცემს ცოლს ან ისევ დედას, შეიძლება ბებიასაც.

მოკლედ, აგრესია იწვევს აგესიას. ცოლი, რომელსაც ქმარი ამცირებს, ამცირებს შვილს, დამცირებული შვილი იზრდება და ამცირებს დანარჩენ ოჯახის წევრებს.

რაც მთავარია სოციუმი ამაზე თვალებს ხუჭავს. რა მოხდებოდა სოციუმს რომ ეს პრობლემები არ დაეკიდებინა? ან წიპა ”მეც არ მომხვდეს” შიშით არ შეეკავებინა თავი ჩარევისგან?

რამდენჯერ გინახავთ ქუჩაში ქალი, რომელიც საკუთარ შვილს სცემს? ან ლანძღავს. თანაც შუა ქუჩაში. რამდენ ოჯახში შესწრებიხართ უმწეო ადამიანის დამცირებას? (ბებიები არიან ესენი ძირითადად) და რამდენჯერჩარევიხართ? ხო, მართალია, არც მე მაქვს ამ თემაზე ხმის ამოღების უფლება და არც თქვენ (ვინც არ ჩარევია), იმიტომ რომ არც არაფერსვაკეთებთ იმისთვის რომ უკეთესობა იყოს. ჯასთ გვკიდია.

ბევრჯერ დამინახავს როგორ ურტყამდა ქუჩაში დედა ატირებულ შვილს, ან როგორ ლანძღავდა შვილს, რომელიც აცრემლებული მიყვებოდა გვერდით. ერთხელ იმასაც შევესწარი, რომ 3 წლის შვილს დედამ უთხრა მეზიზღებიო, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვმა ხეს მიადო ხელი და შემდეგ ის ხელი დედას კაბაზე მოკიდა…

https://i1.wp.com/images.inmagine.com/img/photoalto/paa127/paa127000033.jpg

აღსანიშნავია, რომ აღწერილში ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ უბრალოდ ბევრ კი არა, ძალიან ბევრ ოჯახზეა საუბარი. ამიტომ, არაობიექტურად ბევრი რომ არ მოგეჩვენოთ, გაითვალისწინეთ, რომ არ ითვლება, ჯასთ შელაპარაკებები და კმათი ან ჩმეტა ან გაბუტვები ან რა ვიცი კიდევ რა, იმიტომ, რომ მსუბუქად შელაპარაკება, კამათი, დავა და ა.შ. ყველა ოჯახში არის, და ჩემი აზრით უნდა იყოს კიდევაც (ნორმის ფარგლებში), რომ ოჯახში ჰარმონია არ დაირღვეს. აზრთა სხვაობის გარეშე პიროვნული ზრდა ჩერდება და ერთმანეთსაც ადამიანები კამათისას უკეთესად შეიცნობენ. მთავარია ეს ყველაფერი შეურაცხყოფაში არ გადავიდეს.

ნუ იმედია კარგად გამოვხატე რისი თქმაც მინდოდა ))

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s