დასაბამებიდან XXI საუკუნემდე

უკვე 2011  წელია, რაც იმის ნიშანია, რომ ცივილიზაცია უფრო წინ მიიწევს, მაგრამ ზოგიერთი პრობლემა მაინც პრობლემად რჩება და მისი საფუძვლიანად  მოგვარება არავის უნდა. თემა, რომელიც მე მოვამზადე, მეტად აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები.

დამეთანხმებით ალბათ, რომ ქალთა უფლებები, ყოველთვის ილახება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ყოველივე ამას არანაირი პროტესტი არ მოჰყვება ხოლმე.

სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად ერიდებიან ამ თემაზე საუბარს, რადგან შიშობენ, რომ თუ ისინი თავიანთ ცხოვრებას სააშკარაოზე გამოიტანენ, საზოგადოება მათ გაკიცხავს და ეს მხოლოდ გულგატეხილობამდე მიიყვანს. ოჯახური ძალადობის თემა დიდხანს ტაბუირებული იყო მრავალ ქვეყანაში, რადგან აღნიშნული თემის სააშკარაოზე გამოტანა ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევად ითვლებოდა და მასზე მსჯელობა დაუშვებლად იყო მიჩნეული. თუმცა დროთა განმავლობაში საზოგადოებაში სულ უფრო იმატა იმ აზრმა, რომ გაუმართლებელია ოჯახური ძალადობის პრობლემის იგნორირება, მასზე თვალის დახუჭვა, რადგან ძალადობა ოჯახში საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებას, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, და ისეთივე დანაშაულია, როგორც ძალადობა ოჯახს გარეთ.
ალბათ ყველა  იკითხავთ  რატომ ავურჩიე ამ პოსტს  ეს  სათაური ?  – ეს იმიტომ რომ   ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში  შუშანიკი  ეუბნევა   თავის  რძალს  როდის ყოფილა აქამდე ქალთ და კაცთ  ერთად  ეჭამოთ  პური ?   აქედან კიდევ  ერთხელ ჩანს  რომ  ძველ დროშიც  ირღვეოდა გენდერული  თანასწორება   და  დღემდე   მოგვდევს მსოფლიოს ეს სენი  … :(     ალბათ ამ  თემის წაკითხვის შემდეგ  გაკვირვებული დარჩით, რადგან აღმოაჩინეთ, რომ  თქვენდა უნებურად ირღვევა თქვენი უფლებები. მაგრამ არაუშავს  არც ეხლაა გვიანი, ნუ მოგერიდებათ თქვენ ცხოვრებაზე საუბარი, რადგან როგორც ხედავთ მარტო თქვენ არ შეიძლება იყოთ ასეთ სიტუაციაში.

სამწუხაროდ არ არსებობს კანონმდებლობა ოჯახური ძალადობის შესახებ, მაგრამ არსებობენ ისეთი ადმიანები ვისაც შეუძლია დაგეხმაროთ და ამით  თქვენი ცხოვრება უფრო მშვიდი გახდეს.

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s