როგორი იქნებოდა სამხრეთ კავკასია ქალისა და მამაკაცის თანასწორობისას

ქალი შექმნილია მამაკაცის ნეკნისაგან და არა სხვა ნაწილისგან, ის რომ ადამის სხვა ნაწილისგან ყოფილიყო შექმნილი, მაგალითად თავისგან, მაშინ მას უნდა ემართა მამაკაცი, ფეხისგან რომ შეექმნა ის უფალს, მაშინ მამაკაცის მსახური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის არც მმართველია და არც მონა. კაცმა უნდა იცოდეს, რომ ქალი მის გვერდით უნდა იყოს როგორც მისი თანასწორი და მათი კავშირი სიყვარულზე უნდა იყოს დამყარებული .

დილის 8 საათი… მაია ადგა საწოლიდან… მძინარე ბავშვსა და ქმარს დახედა…
დილის 9 საათი… მაიამ  ექიმის თეთრი  ხალათი ჩაიცვა…
დილის 10 საათი… მაია  სახლში რეკავს:
რას შვრებით? გაიღვიძა ბავშვმა?
კარგად ვართ, გავიღვიძეთ და საჭმელიც მივირთვით.მალე სასეირნოდ წავალთ, მშვენიერი ამინდია.
ეს  პატარა  მონაკვეთი  მე  შევქმენი….  რათა  ამით  ვიხელმძღვანელო     ამ  პოსტში                                                                                                         ამ   მონაკვეთს  რათქმაუნდა   შევამჩნევ
თ  იმ  თავისებურებას   რაც  დღეს  კავკასიაში   ძალიან  იშვიათად  თუ  შეგვხვდება   დედა  მიდის  სამსახურში  და  ქმარი   უვლის  შვილს                                                                უცნაურიაააა      🙂
მამა სახლში ზის და ბავშვს უვლის, დედა კი სამსახურშია და მუშაობს… ცოტა (?!) ძნელი წარმოსადგენია ეს სამხრეთკავკასიელი მამაკაცებისთვის. ეს ამბავი ფინელებს, შვედებს (სხვა ბევრი ქვეყნის წარმომადგენლებს) სულაც არ უკვირთ. თუ ცოლს უკეთესი ანაზღაურება აქვს, ქმარს კი თავისი ხელფასი გზის ფულად არ ჰყოფნის, მაშინ ქმარი გადის დეკრეტულ შვებულებაში ან დროებით  ტოვებს სამსახურს და რჩება სახლში ბავშვთან.
თუმცაღა მეტყვით, კავკასიაში (განსაკუთრებით საქართველოში) რამდენი ოჯახია ცოლის კმაყოფაზეო. ჰო, ეგეც მართალია. საქართველოში არავის უკვირს უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალი და კაცი, რომელიც ქალის ნაშოვნი ფულის ბატონ-პატრონი და ოჯახის ბიუჯეტის თავის ჭკუაზე განმკარგველია.
მაგრამ არც ის უკვირს არავის, რომ ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია და ფინეთი – მრავალი საზომით მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული და მდიდარი ქვეყნები – უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში აქტიურად ლიდერობენ Global Gender Gap Index-ს – გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ ქვეყანათა სიას. ამ სახელმწიფოებში ყველაზე მაღალია ქალთა მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ადგილობრივ თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, ბიზნესში, მსხვილი საფინანსო კორპორაციების მართვაში.
პირდაპირპროპორციულად, სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენენ მსოფლიოში პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სოციალურად ყველაზე სტაბილურ და წარმატებულ ქვეყნებს.
სქესთა თანასწორობის რეიტინგში სამხრეთ კვკასიის ქვეყნების მდგომარეობა ასეთია:  სომხეთი 84-ე, საქართველო 88-ე, და აზერბაიჯანი მე-100.
საერთოდ, ძალიან ბევრი რამ ოჯახიდან იწყება. როცა ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები, მნიშვნელოვან საკითხებზე უფლებამოსილი კაცია, ქალს ისღა დარჩენია,  დაეთანხმოს ქმარს… მაგრამ, ვაითუ, არ დაეთანხმა, მერე იწყება, ის რაც ყველაზე დიდი პრობლემაა, არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში – ძალადობა – გენდერული დისბალანსის ყველაზე დიდი ,,მონაპოვარი“!
ოფიციალური სტატისტიკით, გენდერული ძალადობის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად უფრო მეტი ქალი იღუპება, ვიდრე კიბოს, მალარიისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ერთად აღებული…
ძალიან მინდა წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა სამხრეთ კავკასია ქალისა და მამაკაცის თანასწორობისას.
პირველ რიგში, არ იქნებოდა ძალადობა (ძალადობა ხომ თითქმის არასოდეს ხდება ორ თანასწორს შორის)…
და აქედან დაიწყებოდა საოცარი ჯაჭვი – არ იქნებოდა ძალადობა ოჯახში, არ იქნებოდა დათრგუნული და გაუბედურებული ქალი. ჰარმონიულ ოჯახში გაზრდილ ბავშვს არ ექნებოდა აგრესია და სიძულვილი, არასრულფასოვნების კომპლექსი, არ დაერქმეოდა პოტენციური მოძალადე…
უუ ფ   დავიღალე   :)                     

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s