ტრადიციად ქცეული წესჩვეულება…

დასჯა
დასჯის ხერხებს მიმართავდნენ, მიმართავენ და ალბათ არც არასოდეს მოიშლიან უფროსები, ოღონდ ბავშვის დასჯისას აუცილებელია დაფიქრდეთ: რატომ სჯით? არა-რისთვის, რის გამო, არამედ-რატომ, რა მიზნით?
ათი წესი ყველასათვის:
1. დასჯა არ უნდა ვნებდეს არც ფიზიკურ და არც ფსიქიკურ ჯანმრთელობას;გახსოვდეთ, ნერვული მოშლილობის დროს ჩადენილი საქციელისათვის დასჯა კიდევ უფრო გამოიყვანს ბავშვს წონასწორობიდან;

2. თუ ყოყმანობთ, დასაჯოთ თუ არ დასაჯოთ ბავშვი, გირჩევთ, არ დასაჯოთ; მაშინაც კი, თუ უკვე მიხვდით, რომ ჩვეულებრივ, ძალზე რბილი, მიმნდობი და გაუბედავი ბრძანდებით, დასჯისაგან თავი შეიკავეთ.

3. მხოლოდ ერთი სასჯელი! მაშინაც კი, როცა ერთდროულად უამრავი ცუდი საქციელია ჩადენილი, სასჯელი შეიძლება იყოს მკაცრი, მაგრამ მხოლოდ ერთი.

4. სჯობს არ დასაჯოთ, ვიდრე დასაჯოთ დაგვიანებით. დაგვიანებული სასჯელები ბავშვს არ აძლევს შეცვლის, გამოსწორების საშუალებას.

5.თუ დასჯა აუცილებელია, სჯობს ბავშვმა თვითონ ამოირჩიოს სასჯელი. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბავშვები ჩვეულებრივ უფრო მკაცრ სასჯელს ირჩევენ, ვიდრე მშობლებს სურდათ შეეთავაზებინათ, მაგრამ თავის მიერ არჩეულ სასჯელს ბავშვი არასდროს არ თვლის უსამართლოდ და ზედმეტად მკაცრად.

6. დაისაჯა-ეპატია. ინციდენტი ამოწურულია. ნუ უშლით ხელს ბავშვს ცხოვრების თავიდან დაწყებაში.

7. დასაჯეთ დამცირების გარეშე. როგორი დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი ბავშვს, დასჯა არ უნდა აღიქმებოდეს მის მიერ როგორც დამცირება.

8. არ დასაჯოთ სიყვარულის ხარჯზე. გამოაცალკევეთ გრძნობები მოქმედებებისაგან: არ განსაჯოთ თვითონ ბავშვი მაშინაც კი, როცა მისი საქციელი აუცილებლად გაკიცხვას იმსახურებს. ბავშვს აუცილებლად უნდა ესმოდეს, რომ თვითონ ის უყვართ, მაგრამ მისი ზოგიერთი საქციელი მიუღებელია და აუცილებლად უნდა გამოასწოროს. არ წაართვათ თქვენს და სხვათა მიერ ნაჩუქარი ნივთები!

9. ბავშვის დასჯისას დარწმუნდით, რომ მან იცის, რისთვის ისჯება. ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს და არა იმათ, ვინც მას სჯის.

10. არ დაავალოთ სასჯელად იშრომოს ან ისწავლოს. ამგვარმა დამსჯელობითმა ღონისძიებებმა ბავშვს შეიძლება მხოლოდ შრომისა და სწავლისადმი ზიზღი ჩაუნერგოს.
არც ბავშვი და არც დიდი არ შეიძლება დაისაჯოს და გაილანძღოს:
როცა ავადაა, შეუძლოდაა ან მთლად არ გამოჯანმრთელებულა ავადმყოფობის შემდეგ;
როცა ჭამს; ძილის წინ; ძილის შემდეგ; თამაშის დროს; მუშაობის პროცესში;
მაშინვე ფიზიკური ან სულიერი ტრავმის შემდეგ ( წაქცევა, ჩხუბი, ცუდი ნიშანი სკოლაში, ნებისმიერი წარუმატებლობა);

როცა ნამდვილად ცდილობს და ვერ უმკლავდება შიშს, სიზარმაცეს და მოუსვენრობას, უყურადღებობას, ნებისმიერ ნაკლს; როცა ამჟღავნებს უუნარობას, გამოუცდელობას, სიბრიყვეს-ანუ ყოველთვის, როცა რაღაც არ გამოსდის;

როცა ბავშვის საქციელის შინაგანი მოტივები თქვენთვის გაუგებარია;
როცა თავად ვერ ხართ ხასიათზე; დაიღალეთ, გაწყენინეს, გაღიზიანებული ბრძანდებით. ამ შემთხვევაში რისხვა, ბრაზი ყოველთვის უსამართლოა

By levani1997

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s