ჩემი მეზობელი დათოს ისტორია….. პაპაჩემის მონათხრობიდან….

ალბათ  უკვე  იცით  რომ  გორში  ვცხოვრობ. იქვე გორიდან 33 კილომეტრში  სოფელი  მაქვს . მე  ამ  სოფელში  ხშირად  მიწევს  ჩასვლა  რადგან ამ  სოფელში  ჩემი  ბებო და პაპა  მყავს. პაპაჩემი როგორც  ყველა  ძველი დროის  ადამიანს ძალიან  უყვარს თავის   ახალგაზრდობის  დროინდელი   ისტორიების  მოყოლა..  ხოდა  ამ  ზაფხულს    ჩვეულად  ერთი  ისტორია  მომიყვა…  მაგრამ  ამ  ისტორიამ  დანარჩენი  სხვა  ისტორიებისგან  განსხვავებით  ჩემში  დიდი  სევდა  გამოიწვია..  თურმე  პაპაჩემის  ახალგაზრდობის  დროს   ჩვენს  გვერდით   მეზობელ  სახლში რომელიც  ახლა  მიტოვებულია  ერთი  ოჯახი  ცხოვრობდა  ოჯახი  ძალიან  გაჩირვებული  იყო მაგრამ  ოჯახს  იმდენს  ვერ აკლებდა  გაჭირვება რამდენსაც   ოჯახის  უფროსი. იგი  ყოველ  საღამოს  მთვრალი  მიდიოდა  სახლში და უმოწყალოდ  სცემდა  თავის  ცოლს..  ოჯახშივე  ცხოვრობდა  პატარა დათო .  დათო როგორც  მოგეხსენებათ  ბავშობიდანვე დიდ  სიღარიბეში იზრდებოდა , თანაც  კარგი ბავშვი  იყო  მეზობლებს  ესაქმებოდა და  გვერდში  უდგებოდა ამიტომაც  მეზობლებს  იგი  ძალიან  უყვარდათ.  ხშირად ნაცვალ  ტანსაცმელსაც  ჩუქნიდნენ …                                                                                                                   ერთ მშვენიერ  დღეს  დათოს მამა   ისევე  როგორც  ყოველთვის   მთვრალი   მივიდა  სახლში  და  ცოლს  ისევ  ცემა  დაუწყო.  უკვე  მოსაღამოვდა  და  ქმარიც  დაიღალა  ცოლის  ცემით. დათო   მამამისმა   იქვე  მეზობლად  ერთი  მოხუცი  უჟმური  კაცის  ბაღჩაში  გაგზავნა   სადაც    დათოს მამას  ბლის  ხე ეგულებოდა შეინებული  დათო  წავიდა. გადავიდა  ღობეზე  უბე  ბლით  გაივსო მაგრამ  ღობეზე  გადმოსვლისას მოხუცმა  კაცმა მას  ჯოხი  ჩაარტყა  თავში . იმ  წამსვე  დათო  მოკვდა.. მეორე  დღეს მოხუცი  პოლიციამ  დააპატიმრა..  დათოს  გასვენების  დრეს მისი  დედა  უგვზოუკლოს  გაუჩინარდა. მამამ  ლოთობა გააგრძელა  და ბოლოს  ისიც გარდაიცვალა  …  ყოველ  აღდგომას მაშინ როდესაც  სოფლის ყველა  სასაფლაოზე  კვერცხებს აგორებენ.  არის  ერთი  საფლავი  რომელზეც  ძურწა  ბალახის  გარდა  არაფერი  არ  ჩანს.. :(((((    

By levani1997

4 comments on “ჩემი მეზობელი დათოს ისტორია….. პაპაჩემის მონათხრობიდან….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s