ჯოკერისტებო :)

ხალხო მე მინდა ჩემი ეს პოსტი დაუთმო ჯოკერისტებს! ალბათ ყველას გაქვთ ნაცქერი ბეტმენის ბოლო სერიას სადაც ჯოკერის როლს თამაშობს ჰიტ ლეჯერი არაჩვეულებრივი მსახიობი ❤ ხოოოო ახლა რატო დავიწყე ამ თემაზე წერა 2 დღის წინ როდესაც ამ ფილმს ვუყურე ავკრიფე Facebook-ში ჯოკერი და ჩემდა გასაკვირად იმ 10000 ფეიჯისა Facebook-ში რომელიც ჯოკერზეა გაკეთებული ამომიგდო ქართული ქართული გვერდი სახელად ჯოკერ / Joker / Джокер გავოცდიიი :* ამის შემდეგ მე ამ გვერდის დასალაიქებლად ყოველთვის მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს და ისინიც ძალიან მაგარი კმაყოფილები არიან . ამ გვერძე შეგიძლიათ გაერთოთ და ვაფშე ტა იკაიფოთ რაა :* ყველას მოგიწოდებთ დაალაიქეთ და არ ინანებთ :* :* :*

Advertisements
By levani1997

ერთად წაუღიტინოთ :*

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელ  facebook – ში ძალიან პოპულარული გახდა გვერდი  თუ ცხოვრება არ გიღიმის, ცოტა წაუღიტინე  მე პირადად ძალიან მომწონს ეს გვერდი რადგან თითონ გვერდის სახელიც ბევრს გვებნება :* 🙂 გვერძე შესაძლოა იცინო ბევრი და გაერთო მე პირადად ამ გვერდის მუდმივი სტუმარი ვარ და ძალიან მომწონს მ იმედია თქვენც მოგწონთ ეს გვერდი და ვისაც დალაიებული აქ გაქვთ ახლავე დაუყონებლივ დაალაიქეთ ეს გვერდი რადგან მე როგორც კეთილ ბიჭს მინდა სულ იცინოთ და იმხიარულოთ 🙂 მოდით ყველამ ერთად უღიტინოთ ცხოვრებას და ისიც გაიცინებს 🙂  https://www.facebook.com/WIX.Page

By levani1997

შევწუხდი უკევ რააააა

ასეიგი ჩემი პოსტი ეხლება ჩემი ხელოვნების მასწავლებელს … რომელიც სასტიკად ვერ მიტანს ძალიან ხშირად როდესაც რომელიმე მასწავლებელი ჩემზე იტყვის რამეს კლაში მის გაკვეთილზე მაშინვე იწყებს საუბარს თუ როგორ ვუშლი მე მას ხელს გაკვეთილი წარმართვაში და მე არ ვაქცევდი ამ ყველაფერს ყურადღებას მაგრამ ეს უკვე ბევრჯერ გამეორდა (((  დამრიგებელს შეუთანხმდა რომ მე კუთხეში უნდა ვმჯდარიყავი და ხმა არ უნდა ამომეღო საერთოდ  როდესაც მე რამეს ინტერნეტში ვპოულობ და დიდი სიხარულითკიმაქვს ამ მასწავლებელთან მე მხვდება პასუხი – მე არაფერი არ მინდა დამატებითი. მე შენ მაყენებ შეურაცოფას… ანუ მე არაფერი არ ვიცი ? და ლანძღვითი სიტყვები ამ ყვეკაფერის შემდეგ …
დღესაც განმეორდა ასეთი ფაქტი თან რაც ყველაზე საინტერესოა მიდი კარებთან ახლოს და ყვირის ჩემ სახელსა და გვარს სულ  უბრალო რამეზე შეიძლება რამის პასუხზეც ეს იმიტომ რომ მანდატურის სამსახურმა შემოაღოს კარი და ის მე დამაბრალებს დღევანდელი დღე:
ჩემს უკენ ზის ბავშვი რომელიც ძალიან მოლაპარაკეა და ლაპარაკობს ამ დროს მასწავლებელმა დაუყვირა:    რა ხდება მანდ ….. ი ? ამაზე პასუხი იყო : ლევანი მელაპარაკება 🙂 ეს ამ ბავშვმა გაიხუმრა მაგრამ მასწავლებელმა დაიწყო ჩემი ლანძღვა და ეუბნეოდა ჩემს  კლასელს : არ იცი რომ ამას ვერ ვაჩუმებ ეს არი უზრდელი ბავსვი რატო ყვები ამას 🙂 ჩემზე საუბრობდა 🙂 არ ვიცი იქნება მირჩიოთ რაიმე 🙂

By levani1997

რაღა დროს მაგრამ მაინც :)))))))))))) :*

ხალხო !  აი უკვე დასასრულს მიუახლოვდა ეს პროექტი და ჯერ მე თქვენ კიდე არ მიცნობტ 🙂 ამიტომაც გადავწყვიტე გაგეცნოთ :დ  ბავშვებმა რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ ამ პროექტში პირველ რიგში მათ გაგაცნეს საკუთარი თავები მე კი არა არ ვიცი ეს რისი ბრალია დამეზარა თუ არ მიყვარს მსგავსი რაღაცეები მაგრამ მგონი დრო მოვიდა… სანამ საკუთარ თავს გაგაცნობდეთ მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პროექტ ჰარმონიას იმ მხიარული და საინტერესო წუთებისათვის რომლებიც მან ჩვენ გვაჩუქა მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა დოდკას და ნინას მათ გვასწავლეს ყველაფერი ყოველი შემთხვევისათვის ბოლომდე დაიხარჯნენ არ დამავიწყდება მე არასდროს ის დღეები როდესაც პირველ ტრენინგებზე კისერი მქონდა გაშეშებული და energizer – ებს მაინც ვაკეთებდი როდესაც დოდკას ვაწუხებდი უკვე ბევრი შეკითხვებით დოდკა ეს როგორ გავაკეთო ? დოკა ეს როგორ ავტვირთო ? და ეგრე რაააა 🙂
ეხლა გაგეცნობით 🙂
მე ვარ ლევან მევაბიძე (გვარზე არ გაგეცინოთ ) 🙂 ვარ გორიდან ძააალიან მიყვარს ჩემი ქალაქი იმიტომ რომ აქ ბევრი ჩემი საყვარელი ადამიანი ცხოვრობს მე არ მყავს აც და და არც ძმა მაგრამ აპრილის 20 ში დაიკოს ველოდებით :* ❤ მიხარი ძალიან ეხლა ჩემ სურათსაც დავდებ მაინც რააა რო გამომეკიდოთ ფანები 😀 😀 😀 😀 😀

By levani1997

ინტერვიუ 4 სკოლის პედაგოგ მარინე ჯავახიშვილთან ძალადობის თემაზე

1) თქვენი აზრით რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ოჯახში ძალადობა ?
პასუხი: ძალადობა მოზარდი თაობის ფორმირებაზე საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს. ბავშვი ხომ იმიტომ არის ბავშვი რომ გაატაროს ბავშვობის ასაკი ბედნიერად როგორცაა ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი. ამ დროს კი მთელ დღეს მამის მოსვლის შიშში ატარებს… თავისთავად ეს იწვევს მოზარდში : დეპრესიას, აგრესიას, სიძულვილს და რათქმაუნდა შიშსაც.

2) თქვენი აზრით მოძალადე მშობლების შვილი თითონაც მოძალადე იქნება?
პასუხი: მე იმ აზრს ვეთანხმები რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ფსიქიკას გააჩნია ტუ როგორაა ბავშვი ამ ყველაფრის მიმართ ფსიქოლოგიურად განწყობილი

3) ყოფილხართ ძალადობის შემსწრე ოდესმე?
პასუხი :  არა არ ვყოფილვარ და ნამდვილად არც მაქვს სურვილი  და თუ შევესწრები პირველ რიგში შევეცდები რომ დავიცვა დაჩაგრული მხარე და ამის შემდეგ შევეცდები სიტუაცისს რაც უფრო დიდხანს განმუხტვას და თუ ძალიან რთულად იქნება საქმე აუცილებლად მივმართავ შესაბამის ორგანოებს დაუყონებლივ.

4) თქვენი აზრით საქართველოში ძალადობის ყველაზე დიდ სახედ გენდერული თანასწორების დარღვევა გვხვდება?
პასუხი :  კი , ეს ასეა ნამდვილად. დღევანდელმა ცხოვრებამ ასე მოიტანა რომ ქალი უფრო აქტიური გახდა. როდესაც ადამიანი რამეს ქმნი მაშინ უფრო მეტი ხმა გაქვს და ალბათ ეს ჩვენი გენეტიკური მენტალიტეტის ბრალია.

5) გქონიათ თუ არა თქვენს ოჯახს ბავშვის აყვანის სურვილი?
პასუხი: მიუხედავად იმისა რომ მე მყავს შვილებიც და შვილიშვილებიც გვქონდა სურვილი რომ იაპონიის ამ კატაკლიზმების შემდეგ აგვეყვანა ერთი ბავშვი მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა როგორც ეკონომიკური აგრეთვე სხვა მიზეზების გამოც

6) თქვენი პროფესიიდან გამომდინარე გქონიათ რაიმე ასეთი ფაქტი ძალადობის?
პასუხი : კი ძალიან ხშირად შევსწრებულვარ ჩხუბს ჩემი მოსწავლეების და ყოველთვის ვცდილობ განვმუხტო სიტუაცია.

7) გაშიფრეთ ტერმინი ” სტოპ ძალადობა ” როგორც თქვენ გესმით
პასუხი:  მე დავხატავდი ამ თემასთან დაკავშირებით ერთ ნახატს რომელზეც იქნებოდა შეშნებული ბავშვი დახატული და ეს ჩემი აზრით იქნებოდა ყვეკაფრის მთქმელი

By levani1997

კიდევ ერთხელ სტოპ!

ძალადობა, ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც ემოციურ, ფიზიურ, სექსუალურ, სოციალურ ზიანს მოიცავს. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, ილახება მისი ღირსება და თავისუფლება.

ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად როგორიცაა ფიზიკური, სოციალური, სიტყვიერი, სექსუალური და ა।შ. ცემა, წამება, მუქარა, დაშინება, დაცინვა, სხეულით ვაჭრობის იძულება, ინცესტი, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა მშობელთა მხრიდან – ეს ყველაფერი ძალადობის სახეებია, რომლებიც ბავშვებზე ხშირად ხორციელდება და რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, საკუთარ ოჯახებშიც კი.

ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.

თბილისის ქუჩებში ალბად ბევრი შეხვედრია 22-25 წლოს გოგონას, ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულსა და ”გამოპრანჭულს”, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავს ესაუბრება, ხშირად აგრესიულია, ყვირის, ტირის, გაურკვეველი შინაარსის სიტყვებს გამოსცემ. მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი თითქმის არავინ იცის, ეს მხოლოდ ოჯახის წევრებისა და მეზობლებისთვისაა ცნობილი. ის საკუთარმა, ალკოჰოლიკმა მამამ გააუპატიურა 12 წლის ასაკში, ამ დროს სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ შეუსწრო და ამ ფაქტის მომსწრემ საკუთარ ქმარს, იქვე მაგიდაზე ნაპოვნი, დანა ჩაარტყა და თითონაც თავი მოიკლა. ამის შემდეგ ნინოს ფსიქიკა სრულიად დაუზიანდა, ხანგრძლივმა მკურნალობამ და ფსიქოლოგების დიდმა მონდომებამ შედეგი ვერ გამოღო. სპეციალისტთა თქმით, ძნელი და თითქმის შეუძლებელია ასეთი სტრეს-გადატანილი ბავშვების განკურნება, ამიტომ ასეთი ფაქტების მოხდენამდეა საჭირო ყველა ძალითა და საშუალებით ბრძოლა ამგვარი და სხვა სახის ძალადობების წინააღმდეგ.

საქართველოს პედეატრთა 44%-ის აზრით, მოსალოდნელი ძალადობისაგან ბავშვთა დაცვისათვის, აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი, 62%-ის შეფასებით, კი სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბრძოლას, ბავშვებზე სხვადასხვა სახის ძალის გამოყენების წინააღმდე. ქვეყანაში კი ჯერჯერობით არ არსებობს რეალური საშუალებები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.

By levani1997

როგორ აისახება ბავშვზე ძალადობა და რა იგულისხმება არასასურველ ქმედებად

ბავშვებთან სასტიკ მოპყრობას და მათი ინტერესების ბოროტად გამოყენებას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირია: მსგავს დამოკიდებულებას მოაქვს ზიანი ბავშვის ჯანმრთელობისთვის, განვითარებისა და სოციალიზაციისთვის, ცალკეულ შემთხვევაში მის სიცოცხლესაც კი ექმნება საფრთხე.

ფიზიკური ძალადობა გულისხმობს მშობლებისა და სხვა მზრუნველი პირების მიერ ბავშვისადმი ფიზიკური ტრავმის – სხეულის რაიმე დაზიანების მიყენებას, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის შესუსტებას და მისი განვითარების შეფერხებას. ფიზიკური ძალადობა ასევე გულისხმობს ბავშვისთვის ნარკოტიკების, ალკოჰოლის და სხვადასხვა პრეპარატების მიცემას. ზოგიერთ ოჯახში, ბავშვის აღზრდის ყველაზე მიუღებელ მეთოდს მიმართავენ – ეს არის ფიზიკური დასჯის სხვადასხვა ფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკურ ტრავმას ყოველთვის თან ახლავს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქიკური ტრავმაც.

ფსიქიკური (ემოციური) ძალადობა არის ბავშვის მუდმივი ან პერიოდული სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა მშობელთა, მეურვეთა ან მასწავლებელთა მხრიდან, მისი პიროვნული ღირსების დამცირება, დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია. ემოციური ძალადობაა ასევე ბავშვის მუდმივი მოტყუება, რის შედეგადაც ის კარგავს უფროსისადმი ნდობას; ბავშვისადმი ისეთი მოთხოვნების წაყენება, რომელთა შესრულებაც არ შეესაბამება მის ასაკობრივ შესაძლებლობებს.

ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი ფორმაა ბავშვის ინტერესების და მოთხოვნილებების უგულებელყოფა. ასეთ შემთხვევებში მშობლები ვერ ან არ უზრუნველყოფენ ბავშვს საჭირო საკვებით, საცხოვრებლით, განათლებით, სამედიცინო დახმარებით. მსგავსი დამოკიდებულების ტიპური მაგალითია ბავშვების უყურადღებოდ დატოვება, რასაც ხშირად მივყავართ უბედურ შემთხვევებამდე, მოწამვლამდე და ბავშვის სიცოცხლისათვის საშიშ სხვა უარყოფით შედეგებამდე.

ბავშვთან სასტიკი მოპყრობის ერთ-ერთი გამოვლინებაა ისეთი მდგომარეობა, როდესაც დედას არ აქვს ბავშვისადმი სიყვარული, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოშია, ანუ როდესაც ადგილი აქვს არასასურველ ორსულობას. ბავშვს მართალია, ჯერ თავი არ გამოუვლენია, მაგრამ ის უკვე არ უყვართ, მასზე არ ფიქრობენ და არ ზრუნავენ. დაბადებამდე ემოციურად უარყოფილი ბავშვები, ხშირად დროზე ადრე იბადებიან, სხეულის ნაკლები მასით გამოირჩევიან, სიცოცხლის პირველ თვეებში უფრო ხშირად ავადმყოფობენ და ძნელად ვითარდებიან.

ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ნებისმიერ ტიპს მივყავართ სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი – ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება და მისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არასწორი დამოკიდებულების უარყოფით შედეგებს ეკუთვნის: რომელიმე ორგანოს ფუნქციის დაკარგვა ან გაუარესება, რაიმე დაავადების განვითარება, ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის 100 შემთხვევიდან დაახლოებით, 1-2 სრულდება ძალადობის მსხვერპლის სიკვდილით. ფიზიკური ძალადობის ვიზუალურ შედეგებს მიეკუთვნება სხეულის ჩალურჯებული მონაკვეთები, ტრავმები, მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების – ღვიძლის, ელენთის, თირკმელების და სხვათა დაზიანება. ამ დაზიანებების სამკურნალოდ დროა საჭირო, მაგრამ უფრო ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება დაზარალებული ბავშვების ფსიქიკის მკურნალობას. განასხვავებენ ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ადრეულ და შორეულ შედეგებს. ადრეულ შედეგებს მიეკუთვნება ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, ღებინება, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, სისხლდენა თვალებიდან, რაც დამახასიათებელია ტვინის შერყევისთვის პატარა ბავშვებში, რომელთაც მხრებით იჭერენ და ძლიერად ანჯღრევენ. ადრეულ გამოვლინებებს აგრეთვე მიეკუთვნება მწვავე ფსიქიკური დარღვევები ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ. ასეთი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს აგზნებით, სადმე გაქცევის სურვილით, დამალვით ან სრული გულგრილობით მის გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ. თუმცა ყველა შემთხვევაში ბავშვი შეპყრობილია შიშით, განგაშით და მძვინვარებით. უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება, განუვითარდეთ მძიმე დეპრესია საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებით.

By levani1997

სექსუალური ძალადობა

 _ გულისხმობს ეროტიული ელფერის ალერსს, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, პორნოგრაფიული სურათების და ფილმების ჩვენებას, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, გაუპატიურებას, სისხლის აღრევას (ინცესტი) და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა რიგი თავისებურებებით ხასიათდება. მოძალადე, რომელიც შეიძლება იყოს ნათესავი, ოჯახის მეგობარი ან გარეშე ადამიანი, როგორც წესი, ბავშვს სექსუალურ ქმედებებში თანამონაწილეობისაკენ უბიძგებს საჩუქრების დახმარებით, განსაკუთრებით ალერსიანი და ყურადღებიანია ქცევით. შემდეგ ის მოითხოვს, რომ ბავშვმა მომხდარი საიდუმლოდ შეინახოს და ამ მიზნით აშინებს მას. მკაცრი სასჯელის შიშით ბავშვები იძულებულნი არიან დადუმდნენ. არის სხვა მიზეზებიც, რაც სიმართლის დამალვას აიძულებთ მათ; მაგალითად, სირცხვილი, შიში, რომ არ დაუჯერებენ ან შედეგად ბავშვთა სახლში გადაიყვანენ. ზოგჯერ ბავშვები თვითონაც იღებენ სიამოვნებას სექსით, Mმათ აგრეთვე შეიძლება მოსწონდეთ, რომ უფროსების ყურადღება და ინტერესი მათზეა გამახვილებული. ბავშვთა ნაწილისთვის კი სექსი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე აღიქმებოდეს, როგორც საზიზღრობა, მტკივნეული და ჯანმრთელობისთვის სახიფათო რამ.

By levani1997

???

ვინ შეიძლება იყოს მოძალადე
ბავშვები ძალადობას განიცდიან სხვადასხვა პიროვნებებისაგან, ხშირად მოძალადე მშობელია. მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მოძალადე ადამიანები არანორმალურნი ან დანარჩენებისაგან განსხვავებულნი არიან. ხშირად გარემომცველებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ “გარეგნულად ასეთი წესიერი” ადამიანი შეიძლება სასტიკად ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს; მაგრამ ეს მართლაც ასეა – ხშირად მშობლები, რომლებიც რეგულარულად სცემენ თავიანთ შვილს, გარეშეებთან ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და სხვათაგან არაფრით გამოირჩევიან. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აერთიანებთ – თავიანთი რისხვის კონტროლის უუნარობა. მათ შორის, ვინც სისტემატიურად სცემს შვილებს, ჩვეულებრივ, მაღალია ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომანთა პროცენტი.
ვინ შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი
ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ, არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებიც სასტიკი მოპყრობის “რისკ-ჯგუფს” შეადგენენ. მრავალრიცხოვან გამოკვლევათა თანახმად, რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, რომელთა დედებიც სისტემატიურად განიცდიან ძალადობას, შვილად აყვანილი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ან “არასასურველი ბავშვები”. ჰიპერაქტიური, აგრეთვე გონებრივად ან ფიზიკურად არასრულფასოვანი ბავშვები ასევე მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს, რადგან ხშირად აიძულებენ თავიანთ მშობლებს მათი აღზრდის სიძნელეებით გამოწვეული იმედგაცრუებები და სტრესები განიცადონ. გოგონები, რომლებიც უდედო ოჯახებში ცხოვრობენ ან დედა ქრონიკულად ავადმყოფი ან ინვალიდია, ოჯახში მყოფი მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ. იგივე ეხება ოჯახს, სადაც გოგონა მამინაცვალთან ან დედის “მეგობართან” ერთად ცხოვრობს.
By levani1997